კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 19 ოქტომბერი, 2026
ეს პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ notifyme.ge-ზე (NotifyMe), რისთვის ვიყენებთ მათ და რა უფლებები გაქვთ. სერვისით სარგებლობით ეთანხმებით ამ პოლიტიკას.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- სახელი და ელფოსტა — რეგისტრაციისას ან Google-ით შესვლისას;
- ტელეფონის ნომერი — თუ პროფილში მიუთითებთ;
- Telegram chat ID — როცა Telegram ბოტს აკავშირებთ, რომ შეტყობინებები მიიღოთ;
- თქვენი არჩევანი: გამოცდის კატეგორია, გამოცდის ტიპი და საგამოცდო ცენტრები;
- ტექნიკური მონაცემები და ანონიმური სტატისტიკა (Google Analytics): მოწყობილობა, ბრაუზერი, ნანახი გვერდები.
- საიტის გამოყენების მონაცემები (Microsoft Clarity): დაჭერები, გვერდის ჩამოსქროლვა და მოძრაობა საიტზე, საიტის გასაუმჯობესებლად. ველებში აკრეფილი ტექსტი და ანგარიშის გვერდების შიგთავსი დაფარულია და ჩანაწერში არ ხვდება.
პაროლს ღია სახით არ ვინახავთ. ბარათის ან საბანკო მონაცემებს ამჟამად არ ვაგროვებთ.
რისთვის ვიყენებთ
- ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციისთვის;
- საგამოცდო ჯავშნის თავისუფალი ადგილების შესახებ Telegram შეტყობინებების გასაგზავნად;
- სერვისთან დაკავშირებული ელფოსტის გასაგზავნად (ელფოსტის დადასტურება, შეხსენებები);
- სერვისის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოებისთვის.
თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ.
ვის გადაეცემა მონაცემები
სერვისის მუშაობისთვის ვიყენებთ სანდო მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მონაცემებს ჩვენი დავალებით ამუშავებენ:
- Railway — ჰოსტინგი და მონაცემთა ბაზა;
- Cloudflare — დომენი, ქსელური დაცვა და ელფოსტის გადამისამართება;
- Telegram — შეტყობინებების მიწოდება;
- Resend — სისტემური ელფოსტის გაგზავნა;
- Google — ავტორიზაცია (Google-ით შესვლა) და Google Analytics;
- Microsoft — Clarity, საიტის გამოყენების ანალიტიკა.
Cookie-ები
- auth-token — თქვენი სესია (ავტორიზაცია), მოქმედებს 7 დღე;
- lang — ინტერფეისის არჩეული ენა;
- Google Analytics-ისა და Microsoft Clarity-ის cookie-ები — ანონიმური სტატისტიკისთვის. შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებიდან გამორთოთ.
შენახვა და უსაფრთხოება
მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ ანგარიში გაქვთ. მათი დასაცავად ვიყენებთ დაშიფრულ კავშირს (HTTPS), httpOnly cookie-ს და წვდომის შეზღუდვას. ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემა 100%-ით უსაფრთხო ვერასდროს იქნება.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე ანგარიშის გაუქმება. Telegram-ის გათიშვა შეგიძლიათ თავად, გვერდიდან. მოთხოვნისთვის მოგვწერეთ: info@notifyme.ge.
ცვლილებები
პოლიტიკას შეიძლება განახლება დასჭირდეს. ცვლილებებს ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ და განახლების თარიღს შევცვლით.
კონტაქტი
კითხვებისთვის: info@notifyme.ge